9 თებერვალს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ბიბლიოთეკარი“ სტუდენტებისა და „ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბი“-ს ორგანიზებით უნივერსიტეტის თეატრისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
„საუკუნის თეატრი“ პროფესიული მოდულის „კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები“ ფარგლებში დაიგეგმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკუნოვან ისტორიას ეძღვნება.
ღონისძიებას დაესწრებიან თსუ პროფესიული განათლების ცენტრის წარმომადგენლები, სტუდენტები, თსუ თეატრალური დასის „სხვენი“ მსახიობები, მოწვეული სტუმრები.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი.